არჩილ გიორგობიანი სასამართლომ 5 დღით პატიმრობაში გაუშვა
კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი - არჩილ გიორგობიანი სასამართლომ 5 დღით პატიმრობაში გაუშვა.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ აქტივისტი "გზის უკანონო გადაკეტვაში" დამნაშავედ ცნო.
დღეს, არჩილ გიორგობიანს სამართალდამცველებმა ხელბორკილები ცოლის და 3 წლის შვილის თანდასწრებით დაადეს.