დაეუფლნენ 148 042 აშშ დოლარს - შსს-მ 2 პირი დააკავა
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში 148 042 აშშ დოლარს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში 148 042 აშშ დოლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში.