სამთავრობო მედია აქტივისტებს უჩივის - პროტესტის მონაწილეები დაკავებას ელოდებიან

23.10.25 13:14
სამთავრობო მედია აქტივისტებს უჩივის - პროტესტის მონაწილეები დაკავებას ელოდებიან

 

 

სამთავრობო მედია აქტივისტებს უჩივის - ცნობილი ხდება, რომ უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს, მარიამ ოთინაშვილს და თამუნა კირთავას პროკურორი დაუკავშირდა და საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაიბარა. 

სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ცოლი, მარიამ ოთინაშვილი განმარტავს, რომ რადგან დაბარებულ დროს მისვლას ვერ ახერხებდა მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა ითხოვა, თუმცა პროკურორმა დაკითხვაზე 7 საათზე დაიბარა. 

მისი თქმით, აქტივისტებს 4 ოქტომბერს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას ედავებიან, თუმცა არ იცის კონკრეტულად რა შემთხვევაზე უნდა წარუდგინონ ბრალი. 

დღეს დამიბარეს პროკურატურიდან, მითხრეს, რომ ვარ დაბარებული გამოკითხვაზე, 15:00 საათზე დამიბარეს, სამ საათზე რადგან ვერ ვახერხებდი, მინდოდა, რომ მაგისტრ მოსამართლესთან დავკითხულიყავი, მაგრამ გამითიშა და შემდეგ მითხრა, რომ 7 საათზე დაგიბარებთ მაშინო და კარგით 7 საატზე მოვალ, არ არის პრობლემათქო. 

მე ახლა ვიმყოფები სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, არსად წასვლას არ ვაპირებ. ბრალი მაქვს წარდგენილი 4 ოქტომბრის თემაზე, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას მედავებიან, როგორც თვითონ პროკურორმა ირაკლიმ მითხრა. 

არ ვიცი, საერთოდ არ ვიცი რას მედავებიან, მართლა ვერ ვხვდები, მაინტერესებს უბრალოდ რა იქნება. ვიცი, რომ ბრალი უნდა წარმიდგინონ, არსად დამალვას და გაქცევას არ ვაპირებ," - ამბობს მარიამ ოთინაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ ნოემბერი-დეკემბრის აქციების დროს დაშავებული ჟურნალისტების საქმეებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. 

მსგავსი სიახლეები