"ორმაგი სტანდარტი: პროფესიონალი ექიმი დააკავეს, ყოფილი პრემიერი, რომელმაც ჩვენი ფული ჭამა, დღესაც თავისუფლებაზეა" - ყურუა
"ორმაგი სტანდარტი: პროფესიონალი ექიმი, რომელიც თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს, შეიძლება ყველამ ფეხებზე დაიკიდოს და ყოფილი პრემიერი, რომელმაც ჩვენი ფული ჭამა, დღესაც თავისუფლებაზეა" - ამის შესახებ უფლებადამცველმა ბორის (ჩელე) ყურუამ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და წევრები ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2-ჯერ მათი პრემიერი იყო და "ადიდებდნენ", კორუფციონერს და მოღალატეს ეძახიან, შესაბამისად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს არავინ დაინდობს.
ექიმობა საგინებელი თუ იყო ნამდვილად არ მეგონა და მგონი, მაგ პოლიციელს ჰგონია, რომ ცუდად არასდროს არ გახდება და ექიმი არასდროს არ დასჭირდება.
ვაჟა ექიმთან მიმართებით რა, წარმოიდგინეთ, მათი პრემიერი იყო ორჯერ ადამიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ადიდებდნენ და დღეს უკვე კორუფციონერს და მოღალატეს ეძახიან და ვაჟა ექიმს ვინ დაინდობს.
უბრალოდ, წარმოიდგინეთ რამხელა განსხვავებაა - ექიმი, რომელიც ტროტუარზე იდგა პოლიციამ წაიყვანა და ყოფილი პრემიერი, რომლის სახლიდანაც დიდძალი ოქრო და ქონება ამოიღეს ჯერ კიდევ არ არის დაკავებული და არავის არ აქვს ის ეჭვი, რომ შეიძლება მტკიცებულება გაანადგუროს და შეიძლება ვიღაცაზე გავლენა მოახდინოს. ასე არის ორმაგი სტანდარტი, პროფესიონალი ექიმი, რომელიც თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს, შეიძლება ყველამ ფეხებზე დაიკიდოს და პირიქით ცუდად მოექცნენ და ყოფილი პრემიერი, რომელმაც ყველა ფეხებზე დაგვიკიდა და ჩვენი ფული ჭამა დღესაც თავისუფლებაზეა," - განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.
ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს, მასთან ერთად პოლიციამ 30-მდე მოქალაქე აიყვანა.