კახეთში, სოკოთი მოწამვლით ადამიანი გარდაიცვალა
სოკოთი მოწამვლის შედეგად კახეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა - ფაქტს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ადასტურებენ.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობას გარდაცვლილის მეუღლეც.
ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
- თელავის რეფერალური ჰოსპიტალის მონაცემებით, ბოლო ათი დღის განმავლობაში, სოკოს ინტოქსიკაციით საავადმყოფოში 20-მდე მოქალაქე მოხვდა.