მანქანაში ჰყავდათ რამდენიმე საათი, ხელბორკილები ჰქონდა მოჭერილი - სადიგოვს ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება არ მისცეს
თბილისი მცხოვრები დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე საათი ჰყავდათ პოლიციის მანქანაში, სანამ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებდნენ და ადვოკატთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ.
მარიამ ყველაშვილის განმარტებით, აფგან სადიგოვს 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავებიან.
ფაქტობრივად გამთენიამდე ვეძებდით სად იყო აფგან სადიგოვი, განყოფილებაში განუმარტეს, რომ ედავებიან 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვას. მან თქვა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ის ყავდათ ავტომანქანაში, სანამ შეასახლებდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში და ხელბორკილები ჰქონდა მოჭერილი ძალიან.
ასევე მან აღნიშნა ისიც, რომ, მე ვცდილობდი მასთან დარეკვას რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა არ ვიცოდით სად იყო და როდესაც ჩვენი ზარი შევიდა უთხრა იქ მყოფ პოლიციელებს, რომ ადვოკატი ურეკავდა და მიეცათ შესაძლებლობა, რომ ტელეფონი აეღო და ეთხოვა, რომ ადვოკატიც დასწრებოდა ამ პროცედურას, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს," - განაცხადა მარიამ ყველაშვილმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, გუშინ, დააკავეს, მას ოჯახი რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდა.