"დამხობა რეჟიმს" - აქტივისტი ლადო ჯახუა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წერილს აგზავნის

23.10.25 15:09
"დამხობა რეჟიმს" - აქტივისტი ლადო ჯახუა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წერილს აგზავნის

"დამხობა რეჟიმს" - აქტივისტი ლადო ჯახუა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წერილს აგზავნის. 

სამოქალაქო აქტივისტი წერს, რომ მას არ შეეშინდება იბრძოლოს ბოლომდე თავისუფლებისთვის, უკეთესი და ევროპული მომავლისთვის და ტყვეების თავისუფლებისთვის.

ლადო ჯახუა წერილში მშობლებს მიმართავს და სთხოვს არ ინერვიულონ, რადგან იციან რატომაც იბრძვის. 

ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო და საყვარელო ხალხო, ძალიან მხნედ, მაგრამ უფრო მოწადინებული ვარ. 

არ შემეშინდება ვიბრძოლო ბოლომდე თავისუფლებისთვის, უკეთესი და ევროპული მომავლისთვის, ტყვეების თავისუფლებისთვის და იმისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. 

გეხვევით და გკოცნით თქვენი მონა მორჩილი ლადუკა. 

დედიკო და მა არ ინერვიულოთ, ძალიან კარგად ვარ. ვიცი ნერვიულობთ, მაგრამ ისიც იცით, რატომ ვიბრძვი ამდენს. მიყვარხართ უზომოდ. 

მალე რუსთაველზე!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!
დამხობა რეჟიმს!" - წერს ლადო ჯახუა. 

ცნობისთვის, აქტივისტი გუშინ, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს 30-მდე მოქალაქე.

[ფოტო: "ნეტგაზეთი"] 

მსგავსი სიახლეები