"უკანონოდ დამაპატიმრეს, ტროტუარზე მდგომს პოლიციელი მწვდა კისერში" - ლიკა ბასილაიას წერილი

23.10.25 17:00
"უკანონოდ დამაპატიმრეს, ტროტუარზე მდგომს პოლიციელი მწვდა კისერში" - ლიკა ბასილაიას წერილი

დაკავებული ლიკა ბასილაია საპატიმროდან წერილს აგზავნის, სადაც აღნიშნავს, რომ ის უკანონოდ დააპატიმრეს ტროტუარზე მდგომი. წერილს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.

ლიკა ბასილაია წერს, რომ რუსული რეჟიმისგან სხვას არაფერს უნდა ველოდოთ. 

რუსული რეჟიმისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. უკანონოდ დამაპატიმრეს, ტროტუარზე მდგომს პოლიციელი მწვდა კისერში. მე ვაფრთხილებდი მათ, რომ თუ აქ რუსული რეჟიმი დამყარდება, მათ წაიყვანენ უკრაინასთან ომში და დრონი დააფრინდებათ. ჩვენი თავისუფლების ხარჯზე ვიცავთ იმ პოლიციელებს, რომლებიც უკანონოდ გვაკავებენ და მოსამართლეებს, რომლებიც უკანონოდ გვაპატიმრებენ. თუ ჩვენი არ სჯერათ, შეუძლიათ ნახონ რუსი პროპაგანდისტის, სალავიოვის განცხადება, რომელიც ამბობს, "ჩვენ ქართველები გვჭირდება ომში". ბრძოლას ვაგრძელებთ," - წერია წერილში. 

მსგავსი სიახლეები