შეწყვეტს თუ არა მუშაობას საქართველოში მოქმედი "ლუკოილ ჯორჯია"?

23.10.25 17:54
შეწყვეტს თუ არა მუშაობას საქართველოში მოქმედი "ლუკოილ ჯორჯია"?

შეწყვეტს თუ არა მუშაობას საქართველოში მოქმედი "ლუკოილ ჯორჯია" - აშშ-ის მიერ დასანქცირებული ნავთობკომპანიის შემდეგ სანქციების აღსრულება საქართველოსაც ეკისრება. 

როგორც ირკვევა, საქართველოში მოქმედი "ლუკოილ ჯორჯიას" 100%-ის მფლობელი ავსტრიული კომპანიაა, თუმცა თავად ავსტრიული კომპანიის დამფუძნებელი რუსული ლუკოილია. 

"ლუკოილ ჯორჯიას" თანამშრომლები ამბობენ, რომ სანქციების შესახებ არაფერი იციან და ისინი ჩეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, ხოლო ოპერატორი გვეუბნება, რომ ისინი შეფერხების გარეშე მუშაობენ და ნებისმიერ ფილიალში საწვავის ჩასხმისას გადახდა ბარათით უპრობლემოდ შეიძლება. 

ლუკოილ ჯორჯია ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და დიახ, შეძლებთ ბარათითაც და ტალონითაც საწვავის ჩასხმას. არა, არანაირი შეფერხება არ არის," - ამბობს ოპერატორი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას სანქციების აღსრულება არ უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავად საბანკო სისტემა ზარალდება.

საქართველოში 50-მდე ბენზინ-გასამართი სადგურია ლუკოილის, მისი 100%-ის მფლობელი არიას ავსტრიული კომპანია, შვილობილი კომპანიაა და თავად ავსტრიული კომპანიის დამფუძნებელი არის რუსული ლუკოილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე არის სანქცირებული კომპანია. საქართველო ამბობს, რომ სანქციებს უერთდება, მაგრამ ფორმალურად ლუკოილმა შეიძლება გაყიდოს თავისი ბენზინი ნაღდ ფულზე, მაგრამ ანგარიშსწორებას ვერ მოახდენს და უნდა დაუსვან ეს შეკითხვა ეროვნულ ბანკს - რატომ არიან გაჩუმებულები, საქართველოს საბანკო სისტემა არ ჩამოანგრიონ და მეორადი სანქციები ჩვენზე არ გავრცელდეს. 

ამიტომ ხდება დღემდე ანგარიშსწორება, როდესაც მთელ მსოფლიოში ეს კომპანია არის დასანქცირებული. ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, სანქციების აღსრულება არ უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავად საბანკო სისტემა ზარალდება და ბანკები იძულებულები ხდებიან, ქართული ბანკები რომ მოერიდონ სანქციებს," - ამბობს რომან გოცირიძე. 

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ქართული "ლუკოილ ჯორჯიაც" მოხვდა აშშ-ის სანქციების ქვეშ და "უნდა დაველოდოთ როგორ იმოქმედებს რეჟიმი". 

აშშ-ის სანქციები პირდაპირ ითვალისწინებს თავად რუსული "ლუკოილის" და იმ კომპანიების დასანქცირებას, რომლებშიც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ისინი ფლობენ 50%-ზე მეტს. 

გამოდის, რომ რუსული ლუკოილი არაპირდაპირ მაგრამ, აკონტროლებს 50%-ზე მეტს ქართული "ლუკოილ ჯორჯიასი".

გამომდინარე, როგორც ჩანს, ქართული "ლუკოილ ჯორჯიაც" მოხვდა აშშ-ის სანქციების ქვეშ. უნდა დაველოდოთ როგორ იმოქმედებს რეჟიმი, რომელიც აშკარად კეთილგანწყობილი და ხელშემწყობია სანქცირებული რუსების მიმართ," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, "სანქციების რეჟიმის დაცვა არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები". მისი თქმით, ისინი იმოქმედებენ შესაბამისად. 

საერთაშორისო სანქციების, თვითონ ამ რეჟიმების შემოღების დღიდან ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. უკვე სამი წელია ჩვენ პრაქტიკულად არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა, ჩვენი საფინანსო  სექტორი და რეგულატორიც, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად ვისწავლით, ვნახავთ და რასაკვირველია აქციის დაცვა და სანქციების რეჟიმის დაცვა ეს არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით რაიმე გართულება არ იქნება," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები