გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24.10.25 11:48
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. 

არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები მივიდნენ და ხელბორკილები დაადეს. 

ცეცხლაძეს სავარაუდოდ რუსთაველზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

განახლება:

მოგვიანებით ცეცხლაძის დაკავების შესახებ "პირველებთან" თეონა ჭალიძემ დაადასტურა. 

ზურა დღეს უნდა ყოფილიყო მერიასთან აქციაზე, სადაც საჯარო მოხელეებისთვის უნდა მიემართა, რადგან ის დააკავეს, სავარაუდოდ გუშინდელი დღის გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით. მან მოახერხა, რომ მისი მეუღლისთის მიეწერა, ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ ის აქციაზე მოსვლას ვეღარ შეძლებდა", - თქვა "პირველებთან" თეონა ჭალიძემ. 

დაკავებების სერია განახლდა - დღეს პოლიციამ უკვე 8 ადამიანი დააკავა. დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაა.

მსგავსი სიახლეები