ჩემი შვილი დააკავეს, ისე როგორც ჩვენი სხვა შვილები... ვამაყობ ჩემი შვილებით - მშვენიერაძე
დრეს პოლიციის მიერ დაკავებული დავით მშვენიერაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის შვილია.
როგორც მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი შვილი ისევე როგორც სხვა შვილები, დები და ძმები დღეს ციხეებსა და საპატიმროებში არიან.
ვამაყობ ჩემი შვილებით, ჩემი ოჯახით, მათი სიყვარულით სამშობლოსადმი და ბრძოლით - საქართველოს თავისუფლებისთვის - წერს მშვენიერაძე
მეგობრებო, ყველას ვერ გპასუხობთ. კი, Davit Mshvenieradze ჩემი შვილია. კი, დააკავეს, ისე როგორც ჩვენი სხვა შვილები, დები და ძმები, არიან დღეს ივანიშვილის ციხეებსა და საპატიმროებში.
ვამაყობ ჩემი შვილებით, ჩემი ოჯახით, მათი სიყვარულით სამშობლოსადმი და ბრძოლით - საქართველოს თავისუფლებისთვის.
საქართველო გაიმარჯვებს!", - წერს მშვენიერაძე.
დაკავებების სერია განახლდა - დღეს პოლიციამ უკვე 8 ადამიანი დააკავა. დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაა.
- ანუკა გამსახურდია დააკავეს
- დავით მშვენიერაძე დააკავეს
- თენგო კირთაძე დააკავეს
- გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
- ნინო ლაღიძე დააკავეს
- ბაჩო ქიმუცაძე დააკავეს
- ლაშა ბრეგვაძე დააკავეს
- პარტია "დროას" წევრი ნათია ლეთოდიანი დააკავეს
- გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია დანი მაღრაძე