ჟურნალისტ ვასილ ივანონ-ჩიქოვანის მეუღლე, მაიკო ბოკერია დააკავეს
ჟურნალისტ ვასილ ივანონ-ჩიქოვანის მეუღლე, მაიკო ბოკერია დააკავეს.
მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
დაკავებების სერია განახლდა - დღეს პოლიციამ უკვე 11 ადამიანი დააკავა. დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაა.
- ანუკა გამსახურდია დააკავეს
- დავით მშვენიერაძე დააკავეს
- თენგო კირთაძე დააკავეს
- გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
- ნინო ლაღიძე დააკავეს
- ბაჩო ქიმუცაძე დააკავეს
- ლაშა ბრეგვაძე დააკავეს
- პარტია "დროას" წევრი ნათია ლეთოდიანი დააკავეს
- გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია დანი მაღრაძე
- გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მელითაური დააკავეს
- მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს