მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება - ,,თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელს არ დააპატიმრებენ
მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება - თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელის შუამდგომლობა, რომელიც "თბილისის პრაიდის" ხელმძღვანელის მიმართ 15 დღიან პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
შსს-ს თანამშრომელმა გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მას 5 ივლისს სატელეფონო საუბრის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.
გიორგი თაბაგარის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.