საეპარქიო კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ

27.10.25 19:29
საეპარქიო კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის მიმართვის მიუხედავად, ეპარქიული კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძე წერს და პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეტყობინებას ასაჯაროებს. 

შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მამა დოროთე (ყურაშვილი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღ.მსახურია და "ყოველგვარი წინა პირობების გარეშე ევალება გამოცხადდეს საქართველოს საპატრიარქოში". 

ვასაჯაროებ პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეტყობინებას არქიმანდრიტ დოროთესადმი, რომელიც გაგზავნილ იქნა 25.10.2025.

მამა დოროთე. გავეცანით თქვენს მომართვას კომისიისადმი და გატყობინებთ, რომ მსგავსი ფორმატით (ტელევიზიების მონაწილეობით) ეპარქიული კომისიის სხდომა, ვერ და არ გაიმართება, თქვენ ხართ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღ.მსახური და გევალებათ, ყოველგვარი წინა პირობების გარეშე, გამოცხადდეთ საქართველოს საპატრიარქოში," - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საეპარქიო კომისიის კრებაზე ისევ იბარებენ. 

მსგავსი სიახლეები