საპატრიარქოში განხილვა ოთხშაბათს უნდა გაიმართოს - რა სასჯელს დააკისრებენ თამამი განცხადებების ავტორ სასულიერო პირს

27.10.25 21:20
საპატრიარქოში განხილვა ოთხშაბათს უნდა გაიმართოს - რა სასჯელს დააკისრებენ თამამი განცხადებების ავტორ სასულიერო პირს

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ისევ დაიბარეს. მამა დოროთეს ბრალდებების 4-გვერდიანი დოკუმენტი გამოუგზავნეს, სადაც არაფერი წერია, გარდა სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატებისა, თუმცა მამა დოროთე ყურაშვილი ვერ იგებს, ამ განცხადებებში რა არის საზიანო.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არც ამჯერად აპირებს კომისიაზე გამოცხადებას, თუ ის ღია და გამჭვირვალე არ იქნება. სასულიერო პირი ითხოვს შენობაში შეუშვან თავისუფალი მედიის წარმომადგენლებიც და საჯარო განხილვა მოეწყოს.

მამა დოროთე ყურაშვილი არ არის ერთადერთი სასულიერო პირი, ვის წინააღმდეგაც საპატრიარქომ სატელევიზიო ინტერვიუების გამო სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო. მეუფე პეტრე ერთ-ერთი მათგანია, ვინც მღვდელთმსახურებიდან გადააყენეს, რადგან ხმამაღლა საუბრობდა საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე.

ჭყონდიდის ეპარქიაში ახლა მეუფე პეტრეს ადგილს მეუფე სტეფანი იკავებს, რომელსაც მამა დოროთე საეკლესიო წესების დარღვევაში ადანაშაულებს. ის "ქართული ოცნების" მაქებარია, რასაც ამბიონიდან გაკეთებულ ქადაგებაშიც არ მალავს, თუმცა მისი პოლიტიკური განცხადებებით საპატრიარქო არ დაინტერესებულა.

დეტალები ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები