თავისუფლების მეტროსთან პოლიცია კვლავ მოქალაქეებს ამოწმებს

27.10.25 22:59
თავისუფლების მეტროსთან პოლიცია კვლავ მოქალაქეებს ამოწმებს

თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია აქციიდან სახლისკენ მიმავალ მოქალაქეებს აჩერებს და ამოწმებს. 

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე ზედაპირული დათვალიერების შემდეგ, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. 

შეკრება-მანიფესტაციის ადგილას ხომ იცით რომ არ შეიძლება [პირბადის ტარება]. თუ ცუდად არის და სიცხე აქვს სახლში უნდა იყოს ხომ. კარგით გვაცადეთ ცოტახანს... კანონის შესაბამისად [ხდება მოქალაქეების შემოწმება]," - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.