შსს: ამოღებულია 142 შეკვრა „ბიო“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირია დაკავებულია

28.10.25 11:02
შსს: ამოღებულია 142 შეკვრა „ბიო“ -  ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირია დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,   წარსულში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 142 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ბიო“. 
პოლიციის მიერ ასევე, ლ.ხ.-ს მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.  

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ‘ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები