მამა დოროთე სხდომაზე მედიის თანხლებით მივა - გიორგი ჟამერაშვილი
ბეთლემის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ხვალ საპატრიარქოში კომისიის სხდომაზე მედიის თანხმლებით მივა და მოითხოვს, რომ სხდომა იყოს საჯარო.
სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჟამერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არქიმანდრიტის მხარდასაჭერას საპატრიარქოსთან მივა.
მოგეხსენებათ ხვალ 29 ოქტომბერს საეპარქიო კომისიამ Arqimandriti Dorote Yurashvili კვლავ დაიბარა საეპარქიო კომისიაზე. რომელიც 14:00 საათზე საპატრიარქოში გაიმართება.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მამა დოროთე სხდომაზე მედიის თანხმლებით მივა და მოითხოვს სხდომა იქნეს საჯარო.
მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ხვალ ვიქნები საპატრიარქოსთან და გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას მამა დოროთეს მიმართ", - წერს ჟამერაშვილი.
ხვალ საპატრიარქოში არქიმანდრიტ დოროთესთან ერთად მიდიან ასევე არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი შიო და იღუმენი ანდრიაც.
ვინც მამაოს იბარებს პასუხის მოსათხოვად, ესე იგი გვიბარებს ჩვენც - წერს მამა ილია თოლორაია სოციალურ ქსელში.
ხვალ, 2 საათზე, მამა დოროთე დაბარებულია საეპარქიო სხდომაზე. მივდივართ ჩვენც — არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი შიო, იღუმენი ანდრია.
ვინც მამაოს იბარებს პასუხის მოსათხოვად, ესე იგი გვიბარებს ჩვენც, რადგან ჩვენც იგივეს ვამბობთ და ვქადაგებთ.
ვპასუხობთ კითხვებს და ჩვენგან დასმულ კითხვებზეც ველოდებით პასუხს - ესაა სამართლიანობა.
ჩვენი თანადგომა არქიმანდრიტ დოროთე (ყურაშვილს) -წერს მამა ილია.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ისევ დაიბარეს. მამა დოროთეს ბრალდებების 4-გვერდიანი დოკუმენტი გამოუგზავნეს, სადაც არაფერი წერია, გარდა სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატებისა, თუმცა მამა დოროთე ყურაშვილი ვერ იგებს, ამ განცხადებებში რა არის საზიანო.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არც ამჯერად აპირებს კომისიაზე გამოცხადებას, თუ ის ღია და გამჭვირვალე არ იქნება. სასულიერო პირი ითხოვს შენობაში შეუშვან თავისუფალი მედიის წარმომადგენლებიც და საჯარო განხილვა მოეწყოს.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის მიმართვის მიუხედავად, ეპარქიული კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.