"საპატრიარქოში აუცილებლად მივალ, მე ჩემი პირობები მაქვს" - არქიმანდრიტი

28.10.25 13:37
"საპატრიარქოში აუცილებლად მივალ, მე ჩემი პირობები მაქვს" -  არქიმანდრიტი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის განცხადებით, საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომაზე აუცილებლად მივა, თუმცა როგორც სასულიერო პირმა TV პირველს უთხრა, მას თავისი პირობები აქვს. 

მამა დოროთე აცხადებს, რომ ხვალ სხდომაზე თავისუფალ მედიასთან ერთად მივა, რადგან თუ საჯარო განცხადებებზე სთხოვენ პასუხს, მისი აზრით, კითხვებზე საჯაროდ უნდა უპასუხოს და საჯაროდ უნდა გაამტყუნონ. 

აუცილებლად მივალ, მე ჩემი პირობები მაქვს. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ მათ აქვთ უფლებები, მაგრამ ასე არ არის, მეც მაქვს ჩემი უფლებები, პრეტენზიები მამა ანდრიას მიმართებაში და სხვაბის მიმართებაშიც. ამიტომ, კანონში გვიწერია ჩვენ, რომ მოწინააღმდეგე დაინტერესებული პირი არ შეიძლება კომისიის წევრი იყოს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი, ის უნდა იყოს ჩემსავით დაბარებული, ჩემთან ერთად და მე მას პასუხი უნდა მოვთხოვო ცილისწამებაზე, რომ მე მოძალადეს მეძახის. მე უნდა შემიკშვან თქვენთან ერთად და საჯარო განცხადებებზე რადგან მომთხოვეს პასუხი, საჯაროდვე უნდა გავცე პასუხი და საჯაროდვე უნდა გამამტყუნონ," - განაცხადა მამა დოროთე ყურაშვილმა. 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ისევ დაიბარეს. მამა დოროთეს ბრალდებების 4-გვერდიანი დოკუმენტი გამოუგზავნეს, სადაც არაფერი წერია, გარდა სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატებისა, თუმცა მამა დოროთე ყურაშვილი ვერ იგებს, ამ განცხადებებში რა არის საზიანო.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის მიმართვის მიუხედავად, ეპარქიული კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ დაწერა.

მსგავსი სიახლეები