მამა ილია საპატრიარქოს: გამოდით ხალხთან, ეს ვისწავლეთ პატრიარქისგან!

28.10.25 13:44
მამა ილია საპატრიარქოს: გამოდით ხალხთან, ეს ვისწავლეთ პატრიარქისგან!

 

 

არქიმანდრიტი ილია საპატრიარქოს მიმართავს და მოუწოდებს ხალხთან ერთად დადგნენ. მისი თქმით, პატრიარქი ყოველთვის ხალხთან ერთად იყო და მათ მისგან ეს ისწავლეს. 

მამა ილიას თქმით, ის ხვალ საპატრიარქოში კომისიის სხდომაზე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან ერთად მივა, რადგან ისიც იგივეს ქადაგებს, რის გამოც მამა დოროთე დაიბარეს. 

მამაოსთვის არც გვიკითხავს პოზიცია ჩვენი, ჩვენ თვითონ გვინდა მივიდეთ იმიტომ, რომ იმ ბრალდებებზე, რა ბრალდებებზეც მამაოს იბარებენ, ჩვენც იგივეს ვქადაგებთ.

თვითონ ბრალდებებს უყენებს აქეთ მამაოს და ის, რომ მამაოს იქით კითვები აქვს, რა კითხვები არ დასვას? ამიტომ ჩვენ მივდივართ, დაგვისვან კითხვები, გავცემთ პასუხს და ჩვენ დასმულ კითხვებსაც გასცენ პასუხი, ეს არის სამართლიანობა.

გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ვნახავთ ყველა, მაგრამ არის ერთი რამე, რომ პატრიარქი ყოველთვის იყო ხალხთან, ჩვენ პატრიარქის ვიდეოებს ადრინდელს რომ ვნახავთ, ყოველთვის ხალხთან იყო. გამოვიდნენ ხალხთან ერთად, არა ის, რომ მხოლოდ ამბიონი... ამბიონიდან გამოსული მანქანაში ჯდები და ხალხთან ურთიერთობა არ არის. გამოვიდნენ ხალხთან ერთად დაჯდნენ, ჩვენ ქრისტე ამას გვასწავლის. ჩვენი პატრიარქისგან ეს ვისწავლეთ, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ხალხთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია ქუჩაში ხალხთან ერთად პური ვჭამოთ, ხალხთან ერთად კიბეზე ჩამოვჯდეთ რუსთაველზე და ხალხთან ერთად ვისაუბროთ," - განაცხადა მამა ილიამ. 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ისევ დაიბარეს. მამა დოროთეს ბრალდებების 4-გვერდიანი დოკუმენტი გამოუგზავნეს, სადაც არაფერი წერია, გარდა სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატებისა, თუმცა მამა დოროთე ყურაშვილი ვერ იგებს, ამ განცხადებებში რა არის საზიანო.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არც ამჯერად აპირებს კომისიაზე გამოცხადებას, თუ ის ღია და გამჭვირვალე არ იქნება. სასულიერო პირი ითხოვს შენობაში შეუშვან თავისუფალი მედიის წარმომადგენლებიც და საჯარო განხილვა მოეწყოს.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის მიმართვის მიუხედავად, ეპარქიული კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.

მსგავსი სიახლეები