კუპრაშვილი წლების წინ გაუქმებული კომპანიიდან ფინანსურ დოკუმენტაციას ითხოვს

28.10.25 14:05
კუპრაშვილი წლების წინ გაუქმებული კომპანიიდან ფინანსურ დოკუმენტაციას ითხოვს

ანტიკორიფციული ბიუროს შეფის სამიზნე ამჯერად აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა აღმოჩნდა. 

ირკვევა, რომ რაჟდენ კუპრაშვილი წლების წინ გაუქმებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ფინანსურ დოკუმენტაციას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ერთი კომპანია 2022 წლის გაუქმდა, ხოლო მეორე უკვე რამდენიმე წელია აქტიური აღარ არის. 

ცაბურია ვართაგავა ამბობს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნას წერილობით უპასუხეს, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროს შეფმა ეს არ გაითვალისწინა და სასამართლოს მიმართა.

აქტივისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტივისტები დაშინებას და გაჩუმებას ემსახურება.

ორგანიზაციას მოუვიდა რაჟდენ კუპრაშვილისგან წერილი, რომელშიც ითხოვდა სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებას მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას და ა.შ. მოკლედ, დეტალურად ითხოვდა ყველანაირ ინფორმაციას. ჩვენ მივიწერეთ წერილი, რომ არავითარი პროექტი არ გვქონია და ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ, რომ ორგანიზაცია ფუნქციონირებდა ინდივიდუალური შემოწირულობებით და შემომწირველების 100% იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და შესაბამისად, ვერც გვექნებოდა ის ინფორმაცია, რაც რაჟდენ კუპრაშვილმა ოითხოვა.

მოსამართლეები იქცნენ ნოტარიუსებად, რომლებიც, უბრალოდ, ამტკიცებენ კუპრაშილის სურვილებს. რა თქმა უნდა, ეს არის ასევე რეპრესიული კანონი, რომლის მიზანიც არის ჩვენი დაშინება, - ამბობს ვართაგავა. 

მსგავსი სიახლეები