კუპრაშვილის ბიურო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებას ვერ ხარჯავს
სსიპ ანტიკორუფციული ბიურო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებას ვერ ხარჯავს. ამის შესახებ BM.GE ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით წერს. ირკვევა, 9 თვეში ანტიკორუფციულ ბიუროს 11,025,000 ლარი უნდა დაეხარჯა, მაგრამ 6,543,885 ლარი აითვისა ანუ გადახრა 4,481,114 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, სამ კვარტალში, უშუალოდ შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხაც ვერ აითვისა - კერძოდ, 9 თვეში ხელფასებზე 4,027,000 ლარის დახარჯვა ჰქონდათ გაწერილი, მაგრამ 2,175,601 ლარი დახარჯეს.
ვრცლად ნახეთ აქ.