მოსამართლე ცაცუამ ლადო ჯახუას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

28.10.25 16:25
მოსამართლე ცაცუამ ლადო ჯახუას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ლადო ჯახუა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო - რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჯახუას 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

შსს-ს არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და არაერთხელ დაავალა ბატონმა მანუჩარმა (ცაცუამ), რომ მოეტანათ ის მტკიცებულება, თუ მე კონკრეტულად ვარღვევდი რაიმეს, ან დანაშაულს... შესაბამისად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც უფრო სწორი გადაწყვეტილება... მაგრამ ამისთვისაც ზალიან მადლობელი ვარ, რადგან დღეს სისტემა, სასამართლო ძალიან კორუმპირებულია და იშვიათია გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს მოსამართლემ. 

სისტემის და "ქართულ ოცნების" მსგავსად, საზოგადოებას, რომელიც 330 დღეზე მეტია დგას რუსთაველზე, საზოგადოებას ამ ქმედებებით ვერ შეაშინებენ," - განაცხადა ლადო ჯახუამ. 

ცნობისთვის, ლადო ჯახუა 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები