პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

28.10.25 17:36
პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყეს - მოშიმშილეებს შორის არიან გედევან ფოფხაძე და დარეჯან ცხვიტარია. 

უწყვეტი აქციების მონაწილეები, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

მათი თქმით, შესაძლებელია,  შიმშილობა უფრო ეფექტური გამოდგეს პროტესტის გასაღვივებლად. 

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქუჩის გადაკეტვა არ არის ერთადერთი ფორმა, რომელიც აქციის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ. მისი თქმით, რეჟიმს პროტესტის უუფრო რადიკალური ფორმა უნდა დაუპირისპირონ. 

რეალობა შიექმნა ისეთი, რომ საპროტესტო მოძრაობის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში იჭერენ. ქვეყანა ძალიან ფორსირებულად და დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ და ერთადერთი რაც ამ პროცესს შეაჩერებს, ეს ყველაფერი ისევ რომ ჩადგეს პოლიტიკურ ჩარჩოში. თუ ჩვენ არ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყნაში არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, ქვეყანა უბრალოდ ვერ განვითარდება. 

ქუჩის გადაკეტვა არ არის ერთადერთი ფორმა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ამ ფორმით ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახალი საპროტესტო კერის გაჩენა. რასაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, რაც კონსტიტუციური უფლებაა ხალხის, აკეთებს ხელისუფლება, მე მიმაჩნია, რომ ამას უნდა დავუპირისპიროთ პროტესტის ახალი ფორმა, ამ შემთხვევაში ეს არ არის რადიკალურად ახალი ფორმა, მაგრამ არის ის ფორმა, რომელიც არის ეფექტური და რომელიც ჩემი აზრით, ამ ვითარებაში არის ადეკვატური იმ რეალობის, რომელიც შექმნა რეჟიმმა," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

დარეჯან ცხვიტარიას განმარტებით, ახლა პროტესტის გაგრძელება ყველაზე მნშვნელოვანია და თუკი ვინმეს სურვილი აქვს, რომ აღნიშNული პროტესტი უფრო გაფართოვდეს, შეუძლიათ შეუერთდნენ. 

უკანონო ხელისუფლებამ, რომელმაც გააყალბა არჩევნები, მიითვისა ხელისუფლება, ადამიანი მისთვის რომ არაფერ ღირებულს არ წარმოადგენს და ბრძლა აუცილებელია, მივმართეთ ჩვენ უკიდურეს ფორმას, ეს არის შიმშილობის ფორმა. ძალიან ბევრი ვიყავით სიაში და ამ სიიდან 10-15 ადამიანი დაკავებულია. მე ვფიქრობ, რომ ახლა რუსთაველის გადაკეტვა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც პროტესტის გაგრძელება და თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ ეს პროტესტი უფრო გაფართოვდეს მიიღოს მონაწილეობა ამაში, ეს პერმანენტული იქნება. 

თუ ჩვენზე გადის სამშობლოს ბედი, ჩვენ უნდა გავიღოთ გასაღები და ყოველდღე რუსთაველის გადაკეტვით ადამიანები ციხეებს ავსებენ და შედეგი ორიენტირებილ... მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ძალიან დიდ ნაყოფს გმოიღებს," - ამბობს დარეჯან ცხვიტარია. 

მსგავსი სიახლეები