დედა: გიორგი ჩიკვაიძემ საკანში გონება ორჯერ დაკარგა
გუშინ ღამის საათებში მოხდა მოშიმშილეების განცალკევება, - ამის შესახებ პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის დედა სოციალურ ქსელში წერს.
ეკა წერეთლის ინფორმაციით, გასულ ღამეს ჩიკვაიძეს გონების კარგვის ორი ეპიზოდი ჰქონდა. სინდისის პატიმრის დედა ითხოვს, შვილის საკანში დააბრუნონ თანმესაკნეები, რადგან მნიშვნელოვანია, გიორგის გვერდზე იყოს ადამიანი, რომელიც მსგავს სიტუაციებში მის დახმარებას შეძლებს.
ეკა წერეთელი წერს, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს ფატალური შედეგი.
ბოლო ინფორმაციით, გუშინ ღამიის საათებში, დაახლოებით 10 დან 12 საათის ფარგლებში, მოხდა მოშიმშილების განცალკევება, რის შემდეგაც პატიმარ გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა ორჯერადად გონების კარგვის ეპიზოდი და საწოლიდან ვარდნა პირსახით! სასიცოცხლოდ მნიშვნელივანი ირაკლის,როგორც ახლობელი ადამიანის დაბრუნება,რომელიც ამ პერიოდისთვის გიორგის გადაადგილებისა და ყოფითი საჭიროებების დასაყრდენი ადამიანია...წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფატალურ შედეგს, - წერს ჩიკვაიძის დედა სოციალურ ქსელში.