ექსკლუზივი-პირველებმა შატალოვას მკვლელობის შემდეგ კრიმინალისტების მიერ გადაღებული ფოტოები მოიპოვა

22.10.21 20:39
ექსკლუზივი-პირველებმა შატალოვას მკვლელობის შემდეგ კრიმინალისტების მიერ გადაღებული ფოტოები მოიპოვა

,,ტვ პირველმა" ანასტასია შატალოვას მკვლელობის ადგილზე კრიმინალისტების მიერ გადაღებული ფოტომასალა მოიპოვა. 

ფოტოებით დასტურდება, რომ შატალოვა შურისძიების მიზნით ქილერმა მოკლა, დამიზნებით ნასროლი ტყვია კი ქალს გულში აქვს მოხვედრილი. 

 1700 ლარი, ძვირადღირებული მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები - მკვლელმა ყველაფერი, რაც შატალოვას  ჰქონდა, დანაშაულის ადგილზე დატოვა. ეს  კი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ის ძარცვის მიზნით არ მოუკლავთ.  

კადრებში ჩანს, რომ 27 წლის გოგოს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, მათ შორის ერთი - გულში. სასიკვდილო ნასროლის შედეგად ანასტასია შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა.

„პირველების“ მიერ მოპოვებულ მასალაში ჩანს დიდი ოდენობით ფული, ქალის პირადი ნივთები და არაერთი მასრა, რომელიც მკვლელობის ადგილზე მისულ პოლიციას დახვდა.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 3 პირი დააკავა. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

შატალოვას ყოფილი მეუღლის ბინაში ჩხრეკა უკვე ჩატარდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ. დღეს კი, ანასტასია შატალოვასა და ზურაბ ბერიძის ხანგრძლივი სასამართლო დავა დასრულდა და მოკლული ქალის 3 წლამდე შვილის მეურვეობის უფლება მამას მიანიჭეს.

შატალოვას ცხედარს მისი ოჯახი რუსეთში გადაასვენებს.