პირველი გამოჩენა ორთვიანი იზოლაციის შემდეგ - უთქმელი ამბები ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე გათქვა

28.10.25 20:45
პირველი გამოჩენა ორთვიანი იზოლაციის შემდეგ - უთქმელი ამბები ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე გათქვა

4 ოქტომბრის დიდი შეკრების ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ აქციის გეგმა 4 ოქტომბერს შეიცვალა. მისი თქმით, იმ დღეს ის პროცესებში ჩართული არ ყოფილა და არ გააჩნდა არც ზარის, არც წერილების გაგზავნის უფლება.

ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა რუსთაველზე დიდი სახალხო შეკრება, თუმცა საბოლოოდ ტელევიზიით გაიგო, რომ აქცია სხვა ადგილას გაიმართა.

სასამართლომ ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე პოლიტიკოსი განმარტავდა, რომ პოლიტიკური მესიჯი არ ნიშნავს ძალადობის მოწოდებას, ხოლო ლოზუნგი „ცეცხლი ოლიგარქიას“ არ გულისხმობს ფიზიკურ ძალადობას ან ცეცხლის წაკიდებას კონკრეტული პირის მიმართ.

ხაბეიშვილი, რომელიც დაკავებამდე საუბრობდა ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების შიდა კრიმინალურ დაპირისპირებებზე, სასამართლო დარბაზშიც ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს დიდი თანხების მიტანას სთხოვს, ხოლო მათ უკვე მილიონები აქვთ მოპარული.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები