ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა, საჭიროებს 24 საათიან მეთვალყურეობას - ეკა ბესელია
გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი ეკა ბესელია იმ ვიდეოჩანაწერების ამოღებას ითხოვს, რომელიც გუშინ ღამით პატიმრის საკანში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. საქმე ეხება ორ ეპიზოდს, როდესაც ჩიკვაიძემ გონება დაკარგა.
ეკა ბესელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნებს აჟღერებს და ამბობს, რომ ახლა ჩიკვაიძეს ყველაზე მეტად 24 საათიანი მეთვალყურეობა სჭირდება, რათა მისი უსაფრთხოება იყოს დაცული.
მისი შიმშილობა განაპირობა მისდამი არასამართლიანმა მოპყრობამ. ეს იყო დაახლოებით 10 დან 12 საათის შუალედში. ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ირაკლი პაპიაშვილის და ანრი კვარაცხელიას საკნიდან გაყვანა, რომლებიც ასევე შიმშილობდნენ. ამ ფორმამ, რა ფორმითაც ეს მოხდა, კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა. მისი თხოვნა იყო დღეს, რომ სახალხო დამცველს მიმართავს, რომ სჭირდება 24 საათიანი მონიტორინგი, რომ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული და მეორე, ის ითხოვს ირაკლი პაპიაშვილთან ერთ საკანში ყოფნას. ის ითხოვს იმ ვიდეოჩანაწერების ამოღებას, რაც მოხდა გუშინ ღამით საკანში. მას ჰქონდა ორჯერ გონების კარგვის ეპიზოდი, რომელიც არ ახსოვს და სხვა მესაკნეც, რომელიც დახვდა, როცა ის გონს მოვიდა, იქ იყო სხვა პატიმარი და ის უყვებოდა ამის თაობაზე და ისე დაკარგა გონება, რომ არ იყო კონტაქტური, - ამბობს ეკა ბესელია.
გიორგი ჩიკვაიძის დედამ დღეს გაავრცელა ინფრომაცია, რომ მოშიმშილე პატიმრები გიორგი ჩიკვაიძე, ანრი კვარაცხელია და ირაკლი პაპიაშვილი განაცალკევეს და სხვადასხვა საკნებში გაამწესეს. როგორც ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, ამის შემდეგ ჩიკვაიძეს გონებს კარგვის ორი ეპიზოდი ჰქონდა.