რუსთაველი დღესაც გადაიკეტა - მთავარ გამზირზე პოლიციაა მობილიზებული
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პროტესტის 335 დღესაც მოქალაქეებმა სავალი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ისევ "ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებენ და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.
მომიტინგეები ამბობენ, რომ "ოცნების" მცდელობებისა, ჩაახშოს პროტესტი, რუსთაველის გამზირი ყოველდღიურად სიმბოლურად ისევ იკეტება.
გამოხატვის თავისუფლებას უკვე ციხით სჯიან. ეს, რა თქმა უნდა, ის აბსურდი და მარაზმია, სადამდეც მოვიდოდით. ეს ყველამ ვიცოდით და გააზრებული გვქონდა. მიუხედავდა ამისა, ხედავთ, რომ რუსთაველის გამზირის სიმბოლურად გარკვეული დროით ისევ იკეტება, - ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მობილიზებულია პოლიციაც. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ასეთი მობილიზაციის მიზეზი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.