თბილისში დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა გზა გადაკეტეს
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა გზა გადაკეტეს.
ისინი სკოლის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ.
მეოთხე სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, ახლის აშენების დაპირებით.
აქციის მონაწილეები ონლაინ სწავლებას აპროტესტებენ და ითხოვენ, განათლების სამინისტრომ მეათე სკოლას ალტერნატიული ფართი გამოუყოს, ასევე, აშენდეს ახალი სკოლა.
მშობლების ინფორმაციით, შენობა ავარიულია, თუმცა ონლაინ სწავლება მათი შვილების „დაღუპვას“ ნიშნავს.
ფოტო: რადიო თავისუფლება