ნინომ მითხრა, ფსიქიატრიულში ყოფნა მირჩევნია იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვარო - ნინო კალანდია
ნინომ მითხრა, რომ ფსიქიატრიულში ყოფნა მირჩევნია იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვარო, - ამის შესახეს პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მეგობარმა, სამოქალაქო აქტივისტმა ნინო კალანდიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და სასწრაფოდ აუცილებელია კისრის ოპერაცია და შემდეგ კი ელის რთული სარეაბილიტაციო პერიოდიც.
ნინომ მითხრა, რომ ფსიქიატრიულში ყოფნა მირჩევნია იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვარო. აქვს გაუსაძლისი ტკივილები, კისერს ფაქტობრივად ვერ ამოძრავებს, მარჯვენა ხელი და ფეხი აქვს გაკავებული, თვითმოვლასაც ვეღარ ახერხებს, ისეთ მდგომარეობაშია და ეტლით გადაადგილდება. დღეს მისი ქმარიდ ადვოკატები იყვნენ და ეტლით მვიიდა ნინო ვიზიტების ოთახსი, რადგან ფეხით გადაადგილება აღარ შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ნინო საპატიმროში ხერხემლის პრობლემით შევიდა და კისრის პრობლემა იქ დაემატა, ახლა ისეთ მდგომარეობაში აქვს კისერი, რომ პრიორიტეტულად პირველ ოპერაციად “ვივამედის“ ექიმმა დაწერა, რომ არის კისრის ოპერაცია, რომელიც საკმაოდ რთული ოპერაციაა, და კიდევ უფრო რთული რეაბილიტაცია ელის წინ და წარმოუდგენელია ციხის პირობებში რანაირად შეიძლება ადამიანმა პოსტოპერაციული პერიოდი გაიაროს, - ამბობს ნინო კალანდაძე.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ბრალი მას სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.