საია: უნგრულმა ორგანიზაციებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარედ ჩართვა მოითხოვეს და პოზიცია წარადგინეს

29.10.25 10:55
საია: უნგრულმა ორგანიზაციებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარედ ჩართვა მოითხოვეს და პოზიცია წარადგინეს

სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოითხოვეს და წერილობითი პოზიცია წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საია აქვეყნებს. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, მესამე მხარის მიერ ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელი საზოგადოებრივი დარაჯია და მისი სტიგმატიზება, გაჩუმება ან მარგინალიზება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმას წარმოადგენს. 

წერილობით მოსაზრებაში ვკითხულობთ: "მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონები ხშირად წარმოდგენილია როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ან „გამჭვირვალობის გაზრდის“ საშუალება, რეალურად ისინი მიზნად ისახავენ კრიტიკული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას".

ამ ტიპის საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ბუნდოვანი სამართლებრივი ფორმულირებები ქმნიან თვითნებური ინტერპრეტაციის საფრთხეს, რაც არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და აძლევს ხელისუფლებას შესაძლებლობას, სუბიექტურად გამოიყენოს კანონი ორმაგი სტანდარტებით. შესაბამისად, ეს კანონები მოქმედებენ, როგორც დაშინებისა და რეპრესიების ინსტრუმენტები". - წერს საია.

საიას განცხადებით, უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ განიხილოს არა იზოლირებულად და ფორმალურად სამართლებრივად, არამედ, დამატებით გაითვალისწინოს მტრული კონტექსტის კუმულაციური, ურთიერთდაკავშირებული ეფექტები.

"მესამე მხარის მიერ ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელი საზოგადოებრივი დარაჯია და მისი სტიგმატიზება, გაჩუმება ან მარგინალიზება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმას წარმოადგენს". - წერია საია-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები