"ეტლში იჯდა და მეგონა მკვდარი იყო" - ნინო დათაშვილის ქმარი
დაკავებული მასწავლებლი, ნინო დათაშვილი ეტლითაც ვერ გადაადგილდება, მას შეხვედრების ოთახამდე ასვლაც კი არ შეუძლია - ამის შესახებ "ტვ პირველთან" დათაშვილის მეუღლე, გოდი ფრუიძე საუბრობს.
ფრუიძემ, რომელმაც ციხეში მოინახულა მისი მეუღლე, ამბობს, რომ ხელი და თავი დათაშვილს სრულად აქვს გაშეშებული.
"რომ მივედი იჯდა ეტლში და უკნიდან მეგონა მკვდარი იყო" - აცხადებს ქმარი.
"რომ მივედი იჯდა ეტლში და უკნიდან მეგონა მკვდარი იყო იმიტომ, რომ თავი ჰქონდა გაშეშებული. მერე ძლივს ავაყენეთ და შევიყვანეთ, ერთი ნაბიჯი იყო ასაწევი. ხელით მეჭირა თავი. შეხვედრების ოთაახამდე ვერ ამოდის. ეს დინამიკა რაც არის გამოწვეული იმით რომ არ არის წესიერი კვება, ჰაერზე არ გაჰყავთ იმის გამო, რომ სხვა ადგილზეა. წყალი იყო დაწყვეტილი ხუთშაბათს და მიუტანიათ 10-ლიტრიანი ბიდონი და გაშეშებული ხელით რა უნდა აეწია, ამით რა გავაკეთოო უთხრა და აღარც მიუტანიათ პატარა წყალი" - ამბობს ნინო დათაშვილის მეუღლე, გოდი ფრუიძე.
ნინო დათაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დღეს ვერ დაესწრება - დაპატიმრებული მასწავლების მდგომარეოება საპატიმროში იმდენად დამძიმდა, რომ მისი ეტაპირება პროცესზე ეტლითაც კი შეუძლებელია. საგანგაშო ინფორმაციას ოჯახი და ადვოკატები ავრცელებენ.
დათაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული - დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებული მასწავლებლის გათავისუფლების შუამდგომლობით შევა. თავად დათაშვილი შესაძლოა პროცესზე დისტაცნირუად ჩართონ.
ახლა ყველა პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდება, გაუღებს თუ არა ციხის კარს ქალს, რომლის ჯანმრთელობაც ციხეში ადვოკატების და ოჯახის თქმით, კატასროფულად დამძიმდა.