რა ეს კომისია უშიშროების და სუს-ის კომისიაა? გახსნან და დაასწრონ ჟურნალისტები - არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)

29.10.25 12:05
რა ეს კომისია უშიშროების და სუს-ის კომისიაა? გახსნან და დაასწრონ ჟურნალისტები - არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)

დღეს 14:00 საათზე, საპატრიარქოში არქიმანდრიტ დოროთესთან ერთად ზნეობის კომისიაზე დასასწრებად არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი შიო და იღუმენი ანდრიაც მიდიან.

როგორც არქიმანდრიტი ილია თოლორაია "პირველებს" ეუბნება, აუცილებელია, რომ კომისიის სხდომა დამოუკიდებელი მედიისთვის იყოს ღია, რათა საზოგადოებას სხდომის შესაძებ დეტალური ინფორმაიას ჰქონდეს. 

რა ეს კომისია უშიშროების და სუს-ის კომისიაა? გახსნან და დაასწრონ ჟურნალისტები - ამბობს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია).

როდესაც საქართველოს საზოგადოების დიდი მოთხოვნაა, რომ იყოს საჯარო და მოისმინოს ყველამ, რა მოხდება კომისიაზე, რა გამოდის, რა ეს კომისია უშიშროების და სუს-ის კომისიაა, თუ საპატრიარქო კომისიაა? თუ საპატრიარქო კომისიაა, გახსნან, დაასწრონ ჟურნალისტები და მოისმინოს ქართულმა საზოგადოებამ, რა იქნება იქ - როგორ კითვებს დაუსვამს მამა დოროთე და გასცენ ამ კითხვებს პასუხი. მამა დოროთე ამხელს "ქართულ ოცნებას", ამხელს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პატრიარქი გააკრიტიკა, ამხელს იმ უსამართლობას რაც ხდება ეკლესიაში და ეს არ მოსწონთ მათ", - ამბობს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია).

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ისევ დაიბარეს. მამა დოროთეს ბრალდებების 4-გვერდიანი დოკუმენტი გამოუგზავნეს, სადაც არაფერი წერია, გარდა სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატებისა.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არც ამჯერად აპირებს კომისიაზე გამოცხადებას, თუ ის ღია და გამჭვირვალე არ იქნება. 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის მიმართვის მიუხედავად, ეპარქიული კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა

 

მსგავსი სიახლეები