სასამართლომ არჩილ გოგორიშვილს 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ სამოალაქო ატივისტს, არჩილ გოგორიშვილს 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა - მას შსს 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.
როგორც სოციალურ ქსელში ილია ღლონტი წერს, გოგორიშვილს გუშინ გაუვიდა 8 დღიანი პატიმრობის ვადა, იზოლატორიდან გამოსვლის მეორე დღესვე კი სასამართლოში დაიბარეს, სადაც ისევ ადმინისტრაციულ სამართლადამრღვევად გამოაცხადეს და კიდევ 8 დღით პატიმრობაში გაუშეს.
საქალაქო სასამართლოში ვარ და შემთხვევით შევედი არჩილ გოგორიშვილის პროცესზე, რომელსაც გუშინ გაუვიდა 8 დღიანი პატიმრობის ვადა. ეს პატიმრობა მას მიესაჯა 18 რიცხვში გზის გადაკეტვის გამო.
გამოსვლისთანავე დაურეკეს და დაიბარეს სასამართლოში, უკვე 19 რიცხვში გზის გადაკეტვის გამო (20 რიცხვს დაიჭირეს). ახლაც პატიმრობას ითხოვს შსს!- წერს ილია ღლონტი.