დათაშვილის მიმართ საპატიმრო გირაო მოთხოვნილი არ არის - მასწავლებელი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

29.10.25 13:09
დათაშვილის მიმართ საპატიმრო გირაო მოთხოვნილი არ არის - მასწავლებელი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

ნინო დათაშვილი ციხეს სავარუდოდ დღეს დატოვებს - პროკურატურამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა და სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.

"პირველებმა" საქართველოს პროკურატურაში აღნიშნული ინფორმაცია დააზუსტა - როგორც გვარაკიძის უწყებაში ამბობენ, დათაშვილის მიმართ საპატიმრო გირაო მოთხოვნილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკავებული მასწავლებელი საპატიმროს მოსამართლის გადაწყვეტილებისთანავე დატოვებს.

დღეს ნინო დათაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დღეს ვერ ესწრება - დაპატიმრებული მასწავლების მდგომარეოება საპატიმროში იმდენად დამძიმდა, რომ მისი ეტაპირება პროცესზე ეტლითაც კი შეუძლებელი გახდა. 

როგორც "ტვ პირველის" კორესპონდეტი ადგილიდან იუწყება, საქალაქო სამართლოში დატაშვილის პროცესი ამ წუთებში განახლდა. სხდომაზე მივიდა პროკურორი მედეა ცირამუა - სწორედ მან უნდა დააყენოს დაკავებული მასწავლების აღკვეთის ღონისძიებსი შეცვლის შუმადგომლობა, რის შემდეგად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.