ცნობილია გირაოს ოდენობა, რასაც პროკურატურა ნინო დათაშვილის მიმართ ითხოვს

29.10.25 13:20
ცნობილია გირაოს ოდენობა, რასაც პროკურატურა ნინო დათაშვილის მიმართ ითხოვს

საქართველოს პროკურატურა ნინო დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით 5000 ლარიან გირაოს ითხოვს - ამის შესახებ სასამრთლოდან " ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება. 

პროკურატურა თანახმაა რომ დაკავებულ მასწავლებელს პატირმობა გირაოს სანაცვლოდ შეეფარდოს - აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა მედეა ცირამუამ პროცესზე უკვე დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკავებული მასწავლებელი საპატიმროს მოსამართლის გადაწყვეტილებისთანავე დატოვებს.

ახლა გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უნდა გამოაცხადოს.