"აქედან გაშვება ჩემი გადარჩენაა" - ნინო დათაშვილი სასამართლო პროცესზე ატირდა

29.10.25 13:28
"აქედან გაშვება ჩემი გადარჩენაა" - ნინო დათაშვილი სასამართლო პროცესზე ატირდა

"აქედან გაშვება ჩემი გადარჩენაა" - ასე მიმართა სასამართლოს ცოტა ხნის წინ დაკავებულმა მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა. 

პატირმობაში მყოფი პედაგოგი, რომელიც სხდომაზე დისტანიცურად ერთვება, ატირდა და თქვა, გაუსაძლისი ტკივილებისგან "წელი წყდება".

"თუ შეიძლება, ერთი სკამი მომიტანოთ, რომ ფეხები დავალაგო, სხვანაირად ვერ ვჩერდები, ნემსი გავაკეთებინე" - ამბობს დათაშვილი, რის შემდეგაც დარბაზიც ატირდა.

მადლობა ციხის ადმინისტრაციას, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაგრამ არაფერი გამოვიდა", - თქვა პროცესზე დაკავებულმა მასწავლებელმა. 

პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. 

რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს 5 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.