მილიონის ქონება წაგვართვეს - ილია ჯალაღანიას წინააღმდეგ კიდევ ერთი დაზარალებული ალაპარაკდა

30.10.25 15:45
მილიონის ქონება წაგვართვეს - ილია ჯალაღანიას წინააღმდეგ კიდევ ერთი დაზარალებული ალაპარაკდა

ჩამოიღებენ თუ არა თაროდან საჩივრებს ქვემო ქართლში გუბერნატორად დანიშნული კაცის წინააღმდეგ? - დუმილს სულ უფრო მეტი ადამიანი არღვევს.

როგორც ირკვევა, უკვე წლებია, საგამოძიებო სამსახურს ილია ჯალაღანიას საქმიანობის შესწავლის თხოვნით მიმართავენ, მაგრამ რეაგირება ამ დრომდე ნულოვანია.

ქონებების წართმევა, დაბარებები ღამით და  ტერორი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებების რომელსაც მას უყენებენ.

დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩამოვა ილია ჯალაღანია და ამ ქონებებს ყველაფერს დაათვალიერებსო, მართლაც ჩამოვიდა, მანქანაში ჩამისვა და წავიყვანა, მოვატარე მთელი რაიონი და სადაც იყო ჩვენი ქონებები იქ გავაკეთეთ შემოვლა, ჩაინიშნა ყველაფერი, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუშავ კიდევ 2 პროკურორი, იგივე პროცედურები გაიარეს, შეადგინეს ოქმი და გვითხრეს, რომ ჩაატარეთ კრება და აჩუქეთ სახელმწიფოს, ის უკეთ მოუვლისო. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ერთი შენობა დაგვიტოვეთ, რომ შევიკრიბოთ, თვითონ რომ იყო, დაგვპირდა, შემდეგ რომ გამოუშვა პროკურორები იმათმა, არაო, უარი თქვეს. ყველა გვეუბნებოდა, რომ დაგიჭერთ. ეს იყო ჩვენი ქონება, კერძო ქონება, რომლის ჩამორთმევის უფლებაც არ ჰქონდათ, კონსტიტუცია არ აძლევდათ ამის უფლებას, შანტაჟის გზით ჩაგვატარებინეს კრება და გვაჩუქებინეს. მილიონის ქონება წაგვართვეს. ჯალაღანია იყო ჭანჭიკი და ასე დარჩება, სანამ არ მივა მაღალ იმამდე, მერე შეიძლება გახდეს. მასზე არაფერი იყო დამოკიდებული, დავალება ჰქონდა და გააკეთა, -  ამბობს ავთო ბერიშვილი .

ერთ-ერთი დაზარალებული,  ვანო კალანდარიშვილი ამბობს, რომ ქუთაისში 2-3 ჯერ ჩაიყვანეს და საბოლოო ჯამში, 400-500 ათასის ქონება დაათმობინეს.

დამირეკავდა ჯალაღანია, რომ ჩავიდე ქუთაისში, გვიბარებდნენ და წავიდოდით. 2-3 ჯერ ჩავედით, გამგებელიც ესწრებოდა ამას. დაახლოებით 400-500 ათასის ქონება დამათმობინეს, - ამბობს ვანო კალანდარიშვილი.

ამავე თემაზე: