გუშინწინ გამოვედი ფოთის იზოლატორიდან - აქტივისტი ზურაბ მენთეშაშვილი პოლიციამ მეორედ დააკავა
გზის გადაკეტვის ბრალდებით, პოლიციამ კიდევ ერთი აქტივისტი ზურა მენთეშაშვილი დააკავა.
ის პოლიციამ მაქანიდან იმ დროს გადმოიყვანა, როდესაც რუსთაველის გამზირს ტოვებდა.
როგორც დაკავებამდე მენთეშაშვილმა თქვა, უკვე მეორედ დააკავეს და 5 -დღიანი პატიმრობის ვადა 2 დღის წინ დაუმთავრდა.
5-დღიანში ვიჯექი ფოთში, წამიყვანეს და გუშინწინ გამოვედი, ისევ დამაკავეს - თქვა მენთეშაშვილმა.
ზურა მენთეშაშვილი „გზის გადაკეტვის გამო, “ 24 ოქტომბერსაც დააკავეს. 25-ში მოსამართლემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
პოლიციამ დაკავებები დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ასევე რუსთაველის გამზირზე დააკავეს, დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი.