კობა გაბუნიას ადვოკატის თქმით, ირაკლი ქარსელაძე გამოკითხულია

01.11.25 11:17
კობა გაბუნიას ადვოკატის თქმით, ირაკლი ქარსელაძე გამოკითხულია

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ბაღების აშენებისთვის განკუთვნილი მილიონების მოპარვის საქმეზე გამოკითულია - ამის შესახებ "პირველებთან" ამავე საქმის ფარგლებში დაკავებულმა, ქარსელაძის მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატმა, გურამ გვენცაძემ განაცხადა.

როგორც გვენცაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ გამოძიებას ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და ამიტომაც არ აქვს ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი.

რაც შეეხება კობა გაბუნიას, ადვოკატის თქმით, დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. "პირველებმა" უფლებადამცველს დღეს ჰკითხა, შეიძლება თუ არა კობა გაბუნიამ ხელი ირაკლი ქარსელაძეს  დაადოს? - რაზეც ადვოკატმა ასე უპასუხა: 

არამგონია, თუმცა წინასწარ რა მოხდება, მე ვანგა არ ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბათონ ირაკლის ბრალდება წარდგენილი არ აქვს. მისი საცხოვრებელის ახლის ჩხრეკა ჩატარდა, დანაშაულში არ მონაწილეობდა, თორემ ბრალდებას მასაც წაუყენებდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, მტკიცებულებები არ გააჩნიათ, როგორც ჩანს ამ ეტაპზე, ან საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნიათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოკითხულია. 

[]

ველოდებით პროცესს, ვფიქრობ დღეს ჩაინიშნება უფრო, ვიდრე ხვალ. ჯერ მე კობა გაბუნაის არ შევხედრივარ, შევხდები პროცესამდე", - განაცხადა ადვოკატმა. 

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა -  ამის შესახებ  განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2 დღის წინ გაკეთდა.

საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. ირკვევა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე ჩატარდა. 

მსგავსი სიახლეები