ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "კახა ზუგდიდსკი" საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა

01.11.25 14:28
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "კახა ზუგდიდსკი" საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე "კახა ზუგდიდსკი" საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა - ინფორმაციას tvpirveli.ge-ს 55 წლის ზუგდიდელი ე.წ. კანონიერი ქურდის ოჯახის ახლობლები უდასტურებენ.

როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, კახა ალშიბაიას სიმსივნე ჰქონდა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. ახლობლებმა ალშიბაიას გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყვეს. 

უცნობია, ჩამოასვენებენ თუ არა ქართველ "კანონიერ ქურდს საფრანგეთიდან ზუგდიდში. ალშიბაიას მშობლები და ძმები ცოცხალი აღარ ჰყავს და არც მის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობს ვინმე. 

ცნობისთვის, კახა ალშიბაიასთვის ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი არასდროს შეუჩერებიათ. ის საქართველოში ბოლოს 1998 წელს იყო ჩამოსული. მაშინ ალშიბაია სენაკის აეროპორტში მოსკოვიდან შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, სადაც იმდროინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის დაჯავშნული "მერსედესი" დახვდა.

მსგავსი სიახლეები