თამთა გოგოლაძე თავისუფალია - "დროას" წევრმა იზოლატორი დატოვა
თამთა გოგოლაძე თავისუფალია - "დროას" წევრმა იზოლატორი დატოვა. როგოც ის "პირველებთან" აცხადებს, ბრძოლას უფრო მეტი შემარტებით გააგრძელებს.
"შეშინებულები არიან ქოცები" - აცხადებს "დროას" წევრი.
- 27 ოქტომბერს თამთა გოგოლაძე სასამართლომ 5 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.
- დროას" წევრს შსს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ციხეში ყოფნა ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ ყველაზე ძნელი და რთული არის, შეგუება უსამართლობასთან და გარუსებასთან. ძალიან ბევრი თანამებრძოლი და მეგობარი დავტოვე იზოლატორში, რომლებსაც რამდენჯერმე ვხედავდი ხოლმე დღის განმავლობაში და ნამდვილად, არცერთს არ ეტყობა, რომ შეშეინებულები არიან. შეშინებულები არიან ქოცები, იმიტომ, რომ ყოველ დილით იღვიძებენ იმის შიშით, როდის დაიჭერენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ 13 წელია ყველა სტრუქტურაში, როგორც აღმოჩნდა და როგორც ვიცოდით ფულს ჭამენ. სწორედ მათ ეშინიათ, თორემ ჩვენ არაფერი მოგვიპარავს და არც არაფერი არ დაგვიშავებია. ვისჯებით იმისთვის, რომ ვიბრძვით საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. მეც და ჩემი თანამებრძოლებით გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ქვეყანას ამ რუსული რეჟიმისგან არ დავიხსნით", - ამბობს გოგოლაძე.