აქტივისტი ზურა მენთეშაშვილი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული

01.11.25 17:48
აქტივისტი ზურა მენთეშაშვილი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული

აქტივისტი ზურა მენთეშაშვილი, სავარუდოდ სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, რადგან ეს მენთეშაშვილისთვის ბოლო რამდენიმე დღეში მეორე დაკავებაა.

  • ცნობისთვის, გუშინ ღამით მენთეშაშვილის გარდა კიდევ დიპლომატი, გიორგი წიქარიშვილი დააკავეს. არცერთი მათგანი ამ დრომდე სასამართლოში არ გადაუყვანიათ და უცნობია, როდის გაიმართება დაკავებულების პროცესები. სამოქალაქო აქტივისტები მენთეშაშვილს და წიქარიშვილს საქალაქო სასამართლოში ელოდებიან. 

ფოთის იზოლატორში გავიცანი, მერე გუშინ შევხდი აქციაზე. ღამის 22:30 იყოთ, როცა სახლში მიდიოდა, მიდიოდა მეტროთი, ჩემი მეგობარი ცხოვრობს საბურთალოზე, ის მიდიოდა ტაქსით და გავაყოლე, შემდეგ დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ ბატონი ზურა გადმოიყვანე ტაქსიდან და დააკავეს. იმის შემდეგ არაფერი არ ვიცით. უბრალოდ დილიდან სასამართლოში ვარ და ველოდები, როდის გადმოიყვანენ. ეს მეორე დაკავებაა და სავარაუდოდ, სისხლით არის დაკავებული, ამაზე ვნერვიულობთ", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

ზურა მენთეშაშვილი „გზის გადაკეტვის გამო, “ 24 ოქტომბერსაც დააკავეს. 25-ში მოსამართლემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

 

მსგავსი სიახლეები