გორული ვისკის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ბორის გოგიჩაიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

02.11.25 11:16
გორული ვისკის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ბორის გოგიჩაიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

"პირველების" ინფორმაციით, ალკოჰოლის და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ფაქტზე დაკავებული ბორია გოგიჩაიშვილი თავისუფალია. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგობლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა - მიზეზი, სავარაუდოდ, თანამშრომლობაა.

არსებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ხელბორკილები სწორედ "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ჩვენების საფუძველზე დაადეს, მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ კი ის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.

რაც შეეხება დაკავებულ ვლადიმერ ხუნდაძეს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში არ იმყოფება და ის სამკურნალოდ თურქეთში წავიდა და პრობლემა არც საზღვარზე შექმნია. 

როორც ინტერესების დამცველი ამბობს, რომ გოგიჩაიშვილის ჩვენებაში ხუნდაძე არსადაა ნახსენები.

თითქმის ერთი თვის წინ ის გამეგზავრა თურქეთში ჯანმრთელობის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე და მისვთვის წასვლის მომენტში საქართველოს საზღვრის დატოვება არავის შეუზღუდავს. წასვლამდე ის არც დაკითხული და არც გამოკითხული ყოფილა. ასევე მან თავისუფლად გადალახა საქართველოს საზღვარი და გადავიდა თურქეთში. იქიდან მომცა წერილი, საავადმყოფოდან მივიღე, რომ მას 3 ნოემბერს უტარდება ურთულესი ოპერაცია. აღნიშნული ცნობა წარვუდგინე გუშინ მოსამართლეს, მაგრამ რატომღაც ეჭვის თვალით შეხედა ამ კანონიერ დოკუმენტს და დაიჭირა ბრალდების მხარე და მას შეუფარდა პატიმრობა. 

შევიტანე საქალაქო სასამართლოში საჩივარი, სადაც სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ სცნო, რომ მის მიმართ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული, - ამბობს ხუნდაძის ადვოკატი. 
 

  • პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

ვლადიმერ ხუნდაძემ პოსტი ორი თვის წინ დატოვა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

დაკავებულია მისი ძმა კობა ხუნდაძეც, "პირელების" ინფორმაციით, ის საქართველოს რკინგზის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, პარალელურად კი სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა - არის სამშენებლო კომპანია „დაგი ბილდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი.

პროკურატურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, კობა ხუნდაძე უკანონო შემოსავლებს იღებდა, ამ ფულით კი მიწის ნაკვეთებს ყიდულობდა და სამშენებლო ბიზნესი შექმნა. 

  • საქმის მასალების თანახმად, 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს. 

 

მსგავსი სიახლეები