შიმშილობის მე-6 დღე პარლამენტთან - როგორია მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა
შიმშილობის მე-6 დღე პალამენტთან - პროტესტის მონაწილეებს კიდევ ერთი მოქალაქე შეუერთდა. ამ დროისათვის პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე 6 ადამიანი მიმართავს. აქედან ერთი წინასწარი დაავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ამ დროისათვის მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამორიცხული არ არის, ის ნებისმიერ მომენტში დამძიმდეს. ამის მიუხედავად, ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მობილიზებული არ არის. არადა, ამ თხოვნით მოშიმშილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ჯერჯერობით აქციის მონაწილეები თავს კარგად ვგძნობთ, ხმნედ ვართ. მოგვემატა კიდევ ერთი აქციის მონაწილე, ქალბატონი, რომელმაც თვითონ გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად ყოფნის და ჩემთვის ძალიან კარგი ნიშანია, იმიტომ, რომ ზოგადად, მგონია, რომ შიმშილობის აქცია მანც მაგალითია დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს, რა ფრომით შეიძლება, გავაპროტესტოთ არსებული რეჟიმი და ეს უსამართლობა, რაც ხდება. ციხე სავსეა პოლიტიკური პატიმრებით, სინდისის პატიმრებით, ქუჩაში ხალხს არბევენ, სცემენ, დევნიან და ამ ვითარებაში შიმშილობის აქცია არის აბსოლუტურად ადეკვატური, - ამბობს გედევან ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები პარლამენტთან ორი მთავარი მოთხოვნის გარშემო ერთიანდებიან: ახალი, სამართლიანი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის უკან უკვე მე-8 დღეა შიმშილობს კიდევ ერთი მოქალაქე. თამაზ მაჭავარიანი საკუთარი უფლებების შელახვას აპროტესტებს, რაც მან გეგუტის ციხეში გაიარა. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციის უყურადღებობის და არასათანადო მოპყრობის გამო მას ჯერ ფეხი მოაჭრეს, შემდეგ კი, მისი მტკიცებით, ოპერაციის დროს, თირკმელი ამოაჭრეს და გაუყიდეს.