საქალაქოში თათა ფერაძის პროცესი იწყება - მოსამართლე ჩაგუნავამ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს
"დროას" წევრი, თათა ფერაძე, რომელიც დღეს დააკავეს, საქალაქო სასამართლოშ მიიყვანეს. მის აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ უნდა იმსჯელოს. პროცესი წუთი წუთზე დაიწყება.
ადგილზე იმყოფება ფერაძის ადვოკატიც, რომელიც ამბობს, რომ აქვს ინფრომაციას, რას ედავებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რადგან ის არც გზას კეტავდა და არც სახეზე ეკეთა ნიღაბი.
ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს, რას ედავება შსს თათა ფერაძეს. ერთაადერთი, ვიცით, რომ სახლთან დააკავეს მაშინ, როცა ის გადაადგილდებოდა კონკრეტული მიმართულებით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უბრალოდ დააკავეს და რაიმე დამატებითი განმარტება მისთვის არ გაუკეთებიათ. ასევე ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, სად იყო ის მანამ, სანამ სასამართლოში გადმოიყვანდნენ. ახლა დაგვიდასტურეს, რომ საქმე აწერია კობა ჩაგუნავას და მას შემდეგ, რაც შევალ სასამართლოში, იმედია, მომეცემა საშუალება, გავესაუბრო თათას და მივიღო ინფორმაცია, რას ედავებიან. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მას გზა არ გადაუკეტავს და არც სახე ჰქონდა დაფარული და ტროტუარზე იყო მთელი ის პერიოდი, - ამბობს ადვოკატი.
დაკავებული ფერაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დღეს თათას ნაცვლად გავლენ ქუჩაში და უსამართლობას გააპროტესტებენ.
ერთი უბედურება ის არის კიდევ, რომ ასეთ სიტუციაშ ვერასდროს მოიპოვებ ინფორმაციას, სად არის და ეს ალბათ დამატებითი მეთოდია, რომ ოჯახი წნეხში იყოს და ოჯახი ნერვიულობდეს. ახლა მე კი არ გამოვალ მარტო გარეთ, გამოვა მთელი სანათესაო, მთელი სამეგობრო, მთელი საძმაკაცო და ამით ეგენი ერთადერთ რამეს აკეთებენ, რომ თავის თავს უსპობენ მიტევების საშუალებას. აი, ასე გამწარებულილ მშობლები, როცა იქნება, არაფერს არ მოგიტევებენ საერთოდ. ახლა რაზე დააკავეს ვერ ეტყვით. გამოვა ვიღაცა ცრუ მოწმე პოლიციელი და იტყვის ალბათ, რომ დროშის ტარს ურტყამდა ვიღაცას... სამართალი არ არსებობს. ქვეყანაში, სადაც ერთი კაცია მოსამართლეც, პროკურორიც, ჯალათიც, ბიძინა ივანიშვილი, იქ არ აქვს მნიშვნელობა, - ამბობს ოჯახის წევრი.
რაც შეხეება დაკავებულ კიდევ ორ პირს, ისინი წინასწარი დაკავები იზოლატორში რჩებიან. საუბარია სერგეი ყანჩაველსა და ლევან ბუტიკაშვილზე. მათ აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე სავარაუდოდ რამდენიმე საათში იმსჯელებს.
ორივე პირი დედაქალაქის მთავარ გამზირზე გვიან ღამით დააკავეს.