"შევხვდებით რუსთაველზე!" - 14 დღიანი პატიმრობის შემდეგ შალვა ჩუბინიძემ იზოლატორი დატოვა
14 დღიანი პატიმრობა დასრულებულია - შალვა ჩუბინიძემ იზოლატორი დატოვა. ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" დამფუძნებელს ზაჰესის იზოლატორთან მეგობრები და თანამოაზრეები დახვდნენ.
შალვა ჩუბინიძე ამბობს, რომ საბრძოლო განწყობაზეა და დღესვე რუსთაველის გამზირზე გეგმავს გასვლას.
ახალი ენერგიით შევუდგებით გაპროტესტებას, რა თქმა უნდა, რუსთაველზე. ვფიქრობდით კიდეც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, სად უფრო მიგვიჩქარის გული აქედან გასულებს - სახლში თუ პირდაპირ მეორე ოჯახში, რუსთაველზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, დღესვე შევხვდებით რუსთაველზე! ყველა ეს ნაბიჯი, რასაც გადადგამენ ხალხის დასაშინებლად, პირიქით შემოუტრიალდებათ და მეტი უკმაყოფილება გაჩნდება ქვეყანაში. ეს უსამართლობა და ხალხის ჩაგვრა თუ მუშაობს რუსეთში, საქართველოში ვერ იმუშავებს, იმიტომ, რომ ხალხი არ არის მჩაგვრელი და ყოველთვის სუსტის მხარეს არის, - ამბობს ჩუბინიძე.
დღესვე იზოლატორს დატოვებს ლევან ჯობავაც.