პროტესტი კონსერვატორიის სცენაზე - სულხან ცინცაძის ასი წლის იუბილეზე მოქალაქეებმა ევროკავშირის დროშა გაშალეს
პროტესტი კონსერვატორიის სცენაზე - ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის ასი წლის იუბილეზე დარბაზიდან სცენაზე ავიდნენ მოქალაქეები და ევროკავშირის დროშა გაშალეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს სახელგანთქმული ხელოვანების სახელი დაზიანებული იმიჯისთვის და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ამის უფლებას კი არ მისცემენ.
ქალების პროტესტსს დამსწრეების აპლოდისმენტები მოჰყვა.