14 დღიანი პატიმრობა დასრულებულია - ლევან ჯობავა თავისუფალია
14 დღიანი პატიმრობის შემდე ლევან ჯობავამ იზოლატორი დატოვა. მას ადგილზე მეგობრები და თანამებრძოლებ დახვდნენ.
გზის გადაკეტვის საბაბით დაჭერილი აქტივისტი, გათავისუფლების შემდეგ, ამბობს, რომ აქციები ვერ შეწყდება იქამდე, სანამ ყველა უკანონო პატიმარი ციხეს არ დატოვებს და ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
გამოსვლის მერე, პირველი, რაც ყველაზე მეტად მინდა, არის, რომ ჩემს შვილს ჩავეხუტო და ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ უფლება გვქონდა, ბრძოლა შეგვეწყვეტა. არსი არის ეგ, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ რეჟიმის უკანაკსნელი ტყვე არ დატოვებს საპატიმროს. რეჟიმის ამოცანაა, რომ გააჩუმოს და სახლებში შერეკოს მოქალაქეები, რომლებიც არ ართმევენ ხელს უსამართლობაზე. ყველას გვახსოვდა, რომ ჩვენი პატიმრობა არის ხანმოკლე და გვყავს თანამებრძოლები, რომლებიც წელიწდნახევარია ტყვეობაში ჰყავს რეჟიმს და ამიტომ არ გვაქვს უფლება, რომ დავნებდეთ. მედავებოდნენ 18-ში გადაკეტვას, მაშინ, როდესაც 18-ში, როცა რუსთაველი გადაიკეტა, შსს-ს წარმომადგენლების მიერ მითითებულ დროზე, 20:47-ზე მე უბრალოდ, თბილისშიც კი არ ვიყავი გვიან მივედი გადაკეტილზე, - ამბობს ჯობავა.